|
2020-05-20 16:51:54, 1368 ნახვა
კომენტარი
ბოკერია საპატრიარქოსთვის ტყის ფართობების გადაცემაზე - ამ ტიპის ნაბიჯები წინასაარჩევნოდ და ზოგადად, არასწორია
ამ ტიპის ნაბიჯები წინასაარჩევნოდ და ზოგადად არასწორია, - ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია საპატრიარქოსთვის ტყის ფართობების გადაცემას. მისი თქმით, ივანიშვილის გუნდი ცდილობს, ყველაზე უფრო შავრაზმული განწყობების გამოყენებას ოპონენტების წინააღმდეგ. „ამ ტიპის ნაბიჯები, წინა საარჩევნოდ და ზოგადად, არასწორია დღეს, არასწორი იყო გუშინაც, იმ პოლიტიკური გუნდის დროსაც, როდესაც მე გახლდით ხელისუფლებაში. ვითარება კი არ გაუმჯობესდა, რომ ამ ტიპის ცდუნებას ხელისუფლებები აღარ აყოლოდნენ, პირიქით, გაუარესდა. წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, ივანიშვილის გუნდი ცდილობს, ყველაზე უფრო შავრაზმული განწყობების გამოყენებას ოპონენტების წინააღმდეგ და სიძულვილის თესვაში ამ ტიპის ჯგუფების გამოყენებას, შემდეგ მათი მხარდაჭერის მოპოვებას ამ ტიპის ნაბიჯებით. ეს არის ყველაზე ცუდი ვარიანტი ჩვენი ქვეყნის მიმავლისთვის“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ. შეგახსენებთ, რომ გარემოს დაცვის კომიტეტმა მხარი დაუჭირა ტყის კოდექსში ცვლილებას, რომლის მიხედვითაც, საპატრიარქოს ეკლესია-მონასტრების მიმდებარედ არაუმეტეს 20 ჰექტარი ტყის ფართობი გადაეცემა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)