07:07 - 23 May, 2026
|
2015-08-21 10:22:05, 1326 ნახვა
მსოფლიო
ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა „ნახევრად ომის მდგომარეობა“ გამოაცხადა
ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა „ნახევრად ომის მდგომარეობა“ გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბი-ბი-სი“ ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ჩრდილოთ კორეის ლიდერმა ქვეყნის შეიარაღებული ძალების მზადყოფნაში მოყვანის შესახებ ბრძანება გასცა. აღნიშნული გადაწყვეტილება ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა მას შემდეგ მიიღო, რაც სამხრეთ კორეის საზღვართან გუშინ ორმხრივი სროლა მოხდა. ოფიციალური სეულის განმარტებით, პირველი გასროლა ჩრდილოეთ კორეამ განახორციელა. მიზანი იმ მოწყობილობის განადგურება იყო, რომლის საშუალებითაც სამხრეთ კორეის ტერიტორიიდან ანტიკომუნისტური პროპაგანდის ტრანსლირება ხდებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)