|
2020-05-15 15:55:21, 1466 ნახვა
რეგიონი
აჭარა ახალგაზრდული მოხალისეობის წარმატებულ მაგალითად აღიარეს ევროპაში
ევროპის რეგიონთა ასამბლეამ და ხმელთაშუა ზღვის კავშირის ქვეყნებმა აჭარა ახალგაზრდული მოხალისეობის წარმატებულ მაგალითად აღიარეს ევროპაში. პანდემიის დროს, აჭარა უკვე მეორედ მოექცა ევროპის რეგიონთა ასამბლეის ყურადღების ცენტრში. ევროპის რეგიონთა ასამბლეის და ხმელთაშუა ზღვის კავშირის ქვეყნების მიერ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრი ხორვატიის რესპუბლიკის ვარაზდინის ოლქთან ერთად აღიარებულ იქნა პანდემიის განმავლობაში სტრატეგიული კოორდინაციისა და კრიზისის მართვის უნარის მქონე წარმატებულ მაგალითად ევროპაში. მაღალი შეფასება მიეცა ადგილობრივი მთავრობის, რეგიონში მოქმედი დიპლომატიური კორსპუსისა და მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ორგანიზაციების აქტიურ ჩართულობას მოხალისეობრივი საქმიანობის განხორციელებაში. „ახალგაზრდობის რეგიონულმა ცენტრმა წარმატებით შეასრულა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დადგენილი ყველა რეკომენდაცია, ის ჯერ კიდევ საკვებისა და მედიკამენტების დარიგების პროცესშია. საერთაშორისო გამარჯვება COVID-19-ზე ჯერ არ გამოცხადებულა და ცენტრი კვლავაც განაგრძობს რეგიონის ახალგაზრდების ჩართულობით, მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობითა და რეკომენდაციების დაცვით პროცესის მართვას", - გაჟღერდა ევროპის რეგიონთა ასამბლეის ვებინარზე (AER). შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ორგანიზაციის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა იმ რამდენიმე რეგიონს შორის დასახელდა, რომლებმაც მოახდინეს დროული მობილიზება ევროოდისეის პროგრამის მონაწილეთა სამშობლოში დაბრუნებისა და კორონავირუსის პანდემიის საფრთხეებისაგან მათი დაცვის მიზნით. ევროპის რეგიონთა ასამბლეის ოფიციალურ სტატიაში აღნიშნულია, რომ აჭარამ, ცენტრალურ ხელისუფლებასთან კოორდინაციაში, ორგანიზება გაუწია საგანგებო დანიშნულების ფრენას, რის შედეგადაც პროგრამის მონაწილე ქართველი და უცხოელი ტრენერები სამშობლოში უსაფრთხოდ დაბრუნდნენ.
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
ლელო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგატებთან შეხვედრის შესახებ: „ჩვენი პოზიციები ძირითადად ემთხვევა“
პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც აფართოებს რუსეთსა და ცხინვალს შორის ინტეგრაციას
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)