22:43 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-14 09:41:08, 1647 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძემ სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებულ ეკონომიკურ ექსპერტთა ჯგუფთან სამუშაო ფორმატის შეხვედრა გამართა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებულ ეკონომიკურ ექსპერტთა ჯგუფთან სამუშაო ფორმატის შეხვედრა გამართა.

თორნიკე რიჟვაძემ რეგიონში პანდემიის წინააღმდეგ გატარებულ ღონისძიებებზე და ამ ფონზე შექმნილი გამოწვევების მათი დაძლევის სტრატეგიის შესახებ ისაუბრა.

,,გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა ექსპერტთა ჯგუფთან, რომელიც სავაჭრო პალატასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვან და აქტიურ სამუშაოს ეწევა. ეს არის კარგი პლატფორმა განვიხილოთ მიმდინარე აქტუალური საკითხები, ასევე ის საკითხები, რომელიც მნიშვნელოვანია როგორც რეგიონული, ასევე ეროვნული ეკონომიკისთვის.

დღევანდელ შეხვედრაზე მთავარი აქცენტები გაკეთდა ანტიკრიზისულ გეგმაზე, განსაკუთრებით, ტურიზმის და სოფლის მეურნეობის საკითხებზე, რომელიც ჩვენი რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ექსპერტების ჩართულობით ვფიქრობთ, რომ კიდევ უფრო ეფექტურს გავხდით პოლიტიკის დაგეგმვას და მის განხორციელებას“, - განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ.

დღევანდელ შეხვედრას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი და სოფლის მეურნეობის მინისტრი ესწრებოდნენ. შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში გაიმართა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
ლელო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგატებთან შეხვედრის შესახებ: „ჩვენი პოზიციები ძირითადად ემთხვევა“
პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც აფართოებს რუსეთსა და ცხინვალს შორის ინტეგრაციას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics