|
2020-05-13 15:30:54, 1793 ნახვა
კომენტარი
გამყრელიძე - მსოფლიოს არცერთ წამყვან ქვეყანაში სწრაფი ტესტები, კორონავირუსის არცერთ დიაგნოსტიკურ პროტოკოლში არ შედის
დღევანდელი საერთაშორისო პროტოკოლებით, სწრაფი ტესტები არ ითვლება მსოფლიოს არცერთ დიაგნოსტიკურ პროტოკოლში, როგორც დამადასტურებელი ტესტები - ამის შესახებ, ამირან გამყრელიძემ, ჯანდაცვის სამინისტროშ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ამ დროისთვის სწრაფი ტესტების მგრძნობელობა და სპეციფიკა არ იძლევა მოკლე ისტორიის მქონე ვირუსის დიაგნოსტიკის საშალებას. „დღევანდელი საერთაშორისო პროტოკოლებით, სწრაფი ტესტები არ ითვლება მსოფლიოს არცერთ დიაგნოსტიკურ პროტოკოლში, როგორც დამადასტურებელი ტესტები ანუ ისინი არ გამოიყენებიან ამ დაავადების, კორონავირუსის დიაგნოსტიკისთვის. ისინი არიან დამხმარე ტესტები, რომლებიც გამოიყენებიან მასობრივი კვლევების დროს, რადგან მათი სპეციფიურობა და მგრძნობელობა დაბალია, მათ დიაგნოსტიკური ღირებულება არ აქვთ. ამიტომ ნებისმიერი დადებითი პასუხი, მათი მეშვეობით მიღებული, რომელიც მიუთითებს მწვავე დაავადებაზე საჭიროებს გადამოწმებას და დადასტურებას პისიარ ტექნოლოგიით. ამიტომ მათი გამოყენება ამ დაავადების დიაგნოსტიკისთვის არ არის რეკომენდირებუილ. ამიტომ ყველა წამყვანი ქვეყანა პისიარ, ეგრეთწოდებულ მოლეკულურ ტესტებს იყენებს, კორონავირუსის დიაგნოსტიკისთვის. რადგან ვირუსის განვითარების ისტორია მხოლოდ 4 თვეა, სწრაფი ტესტების სპეციფიურობა და მათი მგრძნობელობა არ არის მაღალი. თუმცა დროთა განმავლობაშ მათი დახვეწა შეიძლება რათა მნიშვნელობა მიეცეს. ჩვენ ეს ტესტები არ შეგვიფასებია დაავადებათა კონტროლის ცენტრებში“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)