09:38 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-20 10:23:40, 657 ნახვა

საზოგადოება
2004 წლის შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპულები გაიხსენეს

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეებმა მცხეთაში პირველი ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე არსებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. დავით ებრალიძემ, ანა დოლიძემ და ბესიკ ლოლაძემ 2004 წლის აგვისტოში ცხინვალის რეგიონში მომხდარი შეიარაღებული კონფლიქტის დროს გარდაცვლილი ქართველი მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგეს.

2004 წელს შეიარაღებული კონფლიქტი ერგნეთის ბაზრობის დახურვას მოჰყვა. 7 აგვისტოს დაწყებული შეტაკებები ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდა. ყველაზე მასშტაბური შეტაკება თლიაყანის ტერიტორიაზე 19 აგვისტოს გაიმართა. შეიარაღებული კონფლიქტის დროს ქართულმა მხარემ 16 მებრძოლი დაკარგა, მათ შორის იყო საქართველოს ეროვნული გმირი, კაპრალი ზაზა დამენია. კომანდოს ბატალიონის კაპრალი სანგარში ჩავარდნილ ხელყუმბარას გადაეფარა, რითაც სამი ჯარისკაცი გადაარჩინა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics