|
2020-05-12 09:27:48, 1040 ნახვა
კომენტარი
ბაქრაძე - აშშ-სა და ევროკავშირის მისიებმა მკაფიოდ დააფიქსირეს პოზიცია, რომ ოქრუაშვილის განაჩენი ეწინააღმდეგება 8 მარტის შეთანხმებას
„აშშ-სა და ევროკავშირის მისიამაც ძალიან მკაფიოდ დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია, რომ ეს განაჩენი ეწინააღმდეგება 8 მარტის შეთანხმების პრინციპებს“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა. მისი თქმით, საელჩოებმა 8 მარტის შეთანხმების შესახებ არაერთხელ დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია და თუ კიდევ ერთხელ გააკეთებენ ამას, ბაქრაძე მიესალმება ამგვარ ნაბიჯს. „ჩვენ უკვე ვიხილეთ ძალიან მკაფიო განცხადებები, მაგალითად აშშ-სა და ევროკავშირის საელჩოებისგან, როცა საუბარი იყო ირაკლი ოქრუაშვილის დაჭერასა და მისთვის სასჯელის მისჯაზე. გვახსოვს, რომ მაშინ აშშ-სა და ევროკავშირის მისიამაც ძალიან მკაფიოდ დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია, რომ ეს განაჩენი ეწინააღმდეგება 8 მარტის შეთანხმების პრინციპებს. ამიტომ მათი პოზიცია უკვე გამოხატულია, მაგრამ ვიმეორებ თუ კიდევ ერთხელ გააკეთებენ ამას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმები ამას, რადგან სპეკულაცია უნდა დასრულდეს“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)