20:20 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-11 14:07:50, 1284 ნახვა

კომენტარი
ბოკერია - ინაშვილს მაინც დაუჯერონ, ადამიანი გამოვიდა და თქვა არ მოვაწერე ხელი, რადგან პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე იყო საუბარიო

 „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია მოუწოდებს მმართველ გუნდს, რომ თუ არავისი არ სჯერათ ირმა ინაშვილს მაინც დაუჯერონ, ადამიანი გამოვიდა და თქვა არ მოვაწერე ხელი იმიტომ, რომ პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე და კონკრეტულ სახელებზე იყო ლაპარაკიო.

მისი თქმით, პროგრესია მიღწეული, რადგან იქამდე იძახდნენ საერთოდ არ ყოფილა პოლიტპატიმრების საკითხზე ლაპარაკიო, ახლა ამბობდნენ ლაპარაკი იყო, მაგრამ არ დავთანხმდითო.

„პროგრესია, იქამდე იძახდნენ საერთოდ არ ყოფილა პოლიტპატიმრების საკითხზე ლაპარაკიო, ახლა ამბობდნენ ლაპარაკი იყო, მაგრამ არ დავთანხმდითო.

მინდა მათ მივმართო, თუ არც ჩვენი, არც აშშ-ს საელჩოს განცხადების, არც ევროკავშირისა და მათი ლიდერების არ სჯერათ, ირმა ინაშვილს მაინც დაუჯერონ, ადამიანი გამოვიდა და თქვა არ მოვაწერე ხელი იმიტომ, რომ პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე და კონკრეტულ სახელებზე იყო ლაპარაკიო. ერთხელ სიმართლე თქვა ამ ადამიანმა და მაშინაც არ უჯერებენ“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ბრიტანეთმა 3 საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას შეზღუდვები დაუწესა
საქართველოს ბანკის გზავნილი ემიგრანტებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით
თსუ-სთან საპროტესტო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
პრეზიდენტი მატარელა: იტალია ყურადღებით აკვირდება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics