|
2020-05-11 11:30:44, 1303 ნახვა
კომენტარი
თალაკვაძე პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნაზე - ამგვარი სპეკულაცია სახელმწიფო ინსტიტუტების შეურაცხყოფაა
„ამგვარი სიცრუე და სპეკულაცია არის საზოგადოებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების შეურაცხყოფა“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ოპოზიციის მიერ პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნას. მისი თქმით, ამგვარი ქმედება ცხადყოფს იმ დამოკიდებულებას, რომელსაც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები სამართლის უზენაესობისა და ხელისუფლების დანაწილების პრინციპების მიმართ ჯერ კიდევ ხელისუფლებაში ყოფნის დროიდან ავლენდნენ. „ნაციონალური მოძრაობა“ მისი დანაყოფები და პრორუსული სატელიტები შეთანხმებაზე მითითებით საჯაროდ ითხოვენ მმართველმა პარტიამ სამ დამოუკიდებელ კონსტიტუციურ ინსტიტუტს, პრეზიდენტს, სასამართლოსა და პროკურატურას მისცეს დავალება, პატიმრობიდან გაათავისუფლოს მძიმე დანაშაულებში მსჯავრდებული სამი პირი. ამგვარი სიცრუე და სპეკულაცია არის საზოგადოებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების შეურაცხყოფა და კიდევ ერთხელ ცხადყოფს იმ დამოკიდებულებას, რომელსაც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები სამართლის უზენაესობისა და ხელისუფლების დანაწილების პრინციპების მიმართ ჯერ კიდევ ხელისუფლებაში ყოფნის დროიდან ავლენდნენ“, განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)