|
2020-05-08 12:29:06, 1323 ნახვა
კომენტარი
ვაშაძე ელჩის გამოწვევაზე - ეს არის უაზრო ფაფხური „ქართული ოცნების“ მხრიდან
ეს არის უაზრო ფაფხური „ქართული ოცნების“ მხრიდან, - ასე აფასებს „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე საქართველოს მიერ უკრაინიდან დიპლომატის გამოწვევის საკითხს. მისი თქმით, სახელმწიფო ინტერესები ვიწრო პარტიულ ინტერესებს არ უნდა გადავაყოლოთ. „ერთი რამ შემიძლია ვუწოდო „ქართული ოცნების“ ნაბიჯებს, ეს არის უაზრო ფაფხური და მეტი არაფერი. ვერაფერი ურთიერთობა ვერ გაფუჭდება. არ აქვს საქართველოს ეს ფუფუნება. საერთოდ უნდა გვესმოდეს, რომ ვიწრო პარტიულ ინტერესებს არ უნდა გადავაყოლოთ სახელმწიფო ინტერესები. ეს არის უკრაინის სუვერენული გადაწყვეტილება. შეეგუეთ ხალხნო ამას და მივხედოთ ჩვენს ქვეყანას. ხომ გავაქციეთ ეს ადამიანი და ახალ ჩვენ მივხედოთ ამ ქვეყანას. მაინც, რომ ადამინები მშივრები და უმუშევრები არიან. მეტი საქმე არა გაქვთ? რაზე გამოიხმეთ ახლა დიპლომატი? რომ გამოიხმეთ რას იზამთ? გაწყვიტავთ დიპლომატიურ ურთიერთობას? უკრაინა არის მსოფლიოს ბეღელი ხორბლის და ეს ხორბალი ჩვენც გვჭირდება და სხვა ქვეყნებსაც. ამ ვითარებაში ეს ხომ წარმოუდგენელია. ნატოშიც ერთად უნდა შევიდეთ და ევროკავშირშიც“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელად დაინიშნა. საპასუხოდ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინაში საქართველოს ელჩი გამოიძახა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)