|
2020-05-08 12:15:08, 1314 ნახვა
კომენტარი
კახიძე ელჩის გამოწვევაზე - „ქართულ ოცნებას“ მოვუწოდებ, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესებზე მაღლა ნუ დააყენებს პოლიტიკური ოპონენტის მიმართ ბოღმას
„ქართულ ოცნებას“ მოვუწოდებ, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესებზე მაღლა ნუ დააყენებს პოლიტიკური ოპონენტის მიმართ ბოღმას“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ოთარ კახიძემ განაცხადა. მისი თქმით, არც ერთი აქაური პარტიის საქმე არაა ვის დანიშნავს და რა თანამდებობაზე ჩვენი პარტნიორი სახელმწიფო. „უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილების ფონზე კიდევ უფრო აბსურდული და სამარცხვინო წარმოჩინდა „ქართული ოცნების“ ისტერიკა ამ დანიშვნასთან დაკავშირებით. ზოგადად არც ერთი აქაური პარტიის საქმე არაა ვის დანიშნავს და რა თანამდებობაზე ჩვენი პარტნიორი სახელმწიფო, უკრაინა. მე მინდა ჩვენს მეგობარ ქვეყანას ვუსურვო წარმატება როგორც რეფორმების გზაზე, ისე ევროატლანტიკური ურთიერთობების გზაზე, ხოლო „ქართულ ოცნებას“ მოვუწოდებ, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესებზე მაღლა ნუ დააყენებს პოლიტიკური ოპონენტის მიმართ ბოღმას“, - განაცხადა ოთარ ოთარ კახიძემ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელად დაინიშნა. საპასუხოდ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინაში საქართველოს ელჩი გამოიძახა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)