|
2020-05-07 15:51:41, 1261 ნახვა
კომენტარი
ნათია თურნავა - 15 ივნისს ტურისტული სექტორი შიდა ტურიზმისთვის გაიხსნება
15 ივნისს ტურისტული სექტორი შიდა ტურიზმისთვის გაიხსნება. აღნიშნულის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია ტურნავამ განაცხადა. მისი თქმით, 15 ივნისიდან ადგილობრივი ტურისტი უკვე შეძლებს, ესტუმროს საქართველოში მდებარე სასტუმროებს, რომლებიც აღჭურვილი და გადაწყობილი იქნება უსაფრთხოების წესების შესაბამისად. „ტურიზმის ამოქმედების მეორე ეტაპზე, 15 ივნისს შიდა ტურიზმისთვის ბაზრის გახსნა მოხდება. ამ დროისათვის, ჩვენ უკვე გვექნება დამუშავებული უსაფრთხო ტურისტული ზონების კონცეფცია და ასევე იმუშავებენ საპილოტე ზონები. 15 ივნისიდან ადგილობრივი ტურისტი უკვე შეძლებს, ესტუმროს საქართველოში მდებარე სასტუმროებს, რომლებიც აღჭურვილი და გადაწყობილი იქნება უსაფრთხოების წესების შესაბამისად", - განაცხადა ნათია თურნავამ. გეგმის წარდგენა პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში არსებული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე გაიმართა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ტურიზმის ამოქმედების ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში სექტორის დახმარების ახალი ეტაპის შესახებ დეტალურად ისაუბრა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)