|
2020-05-07 10:19:36, 1327 ნახვა
კომენტარი
მდინარაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ ყალბი გვერდები ეკლესიის, პატრიარქის და ხელისუფლების წინააღმდეგ მოქმედებდნენ
„ნაციონალური მოძრაობის“ ყალბი გვერდები ეკლესიის, პატრიარქის და ხელისუფლების წინააღმდეგ მოქმედებდნენ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ ტვ „იმედის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის, თუ ვის წინააღმდეგ მოქმედებდნენ ფეიკ პროფილები სიცრუით. „ეს იყო ეკლესია და პატრიარქი, საქართველოს ხელისუფლება. მარტო კრიტიკა რომ იყოს, ამაზე არ არის საუბარი. სიცრუე და დეზინფორმაცია - ეს იყო მათი ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლის ნიშანი და რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ექიმებისა და covid19-თან ბრძოლის ღონისძიებების წინააღმდეგ იყო მიმართული მათი განცხადებები. როცა ბრძოლაშია ჯარისკაცი და მას ზურგიდან ურტყამ ფეიკ ნიუსებით, ეს ცალკე ბოროტება და მავნებლობაა. ობიექტურობა მოითხოვს, ვთქვა, რომ ვისიც არ უნდა იყოს ფეიკ გვერდი, როგორ კეთილშობილურ მიზნებსაც არ უნდა ემსახურებოდეს, მაინც ცუდია“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)