17:53 - 23 May, 2026
|
2020-05-06 18:35:13, 13221 ნახვა
ომი უკრაინაში
ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსით კიდევ 2 ადამიანი დაინფიცირდა, ვირუსი 6 წლის ბავშვს და მის დედას დაუდგინდა
ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა სამამდე გაიზარდა. გამოცემა „რესის“ ინფორმაციით, კორონავირუსი 6 წლის ბავშვს და მის დედას დაუდასტურდათ. „დედა და შვილი ვლადიკავკაზში სხვა დაავადებებზე მკურნალობდნენ. სამკურნალო დაწესებულებაში მათ კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარეს და გამოწერეს. სამხრეთ ოსეთში 5 მაისს დაბრუნდნენ და არავითარი კლინიკური სიმპტომი არ ჰქონდათ“, - განაცხადა დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელმა, ანა გაგლოევამ. შეგახსენებთ, რომ ცხინვალში COVID-19-ის პირველი შემთხვევა დღეს, 6 მაისს დადასტურდა. ვირუსი 14 წლის ბიჭს დაუდგინდა, რომელიც ცხინვალში რუსეთიდან 30 აპრილს ჩავიდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)