|
2020-05-06 15:25:19, 1483 ნახვა
კომენტარი
მდინარაძე სააკაშვილის ახალ თანამდებობაზე - მდივნობისას შესაძლოა ყავის მოდუღებაც არ გამოუვიდეს კარგად პიარშიკების გარეშე
„მდივნობისას შესაძლოა ყავის მოდუღებაც არ გამოუვიდეს კარგად პიარშკების გარეშე“, - ასე გამოეხმაურა უმრავლესობის დეპუტატი, მამუკა მდინარაძე სააკაშვილის უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ შესაძლო დანიშვნის საკითხს. მანვე დაამატა, რომ კრიმინალის დანიშვნა არ შეიძლება მეგობარი ქვეყნის პოლიტიკურ ხელისუფლებაში. „სააკაშვილთან დაკავშირებით რაც შემიძლია ვთქვა, მე მინდა უკრაინის რადას და ჩვენ კოლეგებს მადლობა გადავუხადო კეთილგონიერებისთვის და ჩვენი პოზიციის იმგვარად გაზიარებისთვის, რაც შემდეგ მათ სფიჩებშიც გამოიხატა. სხვადასხვა მიზეზების გამო მისი კანდიდატურის განხილვა არ მოხდა და ერთ-ერთი ფაქტორი ჩვენი მიმართვებიც იყო, როდესაც ვუთხარით, რომ კრიმინალის დანიშვნა არ შეიძლება მეგობარი ქვეყნის პოლიტიკურ ხელისუფლებაში. ახლა მას თუ მრჩევლად, კონსულტატად და მდივნად დანიშნავენ, ეს ნამდვილად აღარ ვიცი იმიტომ, რომ მდივნობისას შესაძლოა ყავის მოდუღებაც არ გამოუვიდეს კარგად პიარშიკების გარეშე“, - განაცხადა მამუკა მდინარაძე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)