|
2020-05-06 13:47:19, 1567 ნახვა
კომენტარი
დავით ბაქრაძე - Freedom House-ის ანგარიშში ასახულია ყველა ის პრობლემა, რომელიც ქართულ პოლიტიკაში ხელისუფლების მოქმედების შედეგად დგას
„პოლიტიკურად მოტივირებული დევნა, დაქვემდებარებული სასამართლო, ძალადობრივი ჯგუფები, საარჩევნი რეფორმის ჩავარდნა - Freedom House-ის ანგარიშში ზუსტად არის ასახული ყველა ის პრობლემა, რომელიც დგას ქართულ პოლიტიკაში ხელისუფლების მოქმედების შედეგად“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა. მისი თქმით, ეს არის მკაფიო სიგნალი „ქართული ოცენობისთვის“, რომ მიუხედავად კორონავირუსის პანდემიისა, პრობლემები არსად არ გამქრალა და არსად არ გამქრალან ის ადამიანები, ვინც შეწუხებულნი არიან საქართველოში მიმდინარე პროცესებით. „პოლიტიკურად მოტივირებული დევნა, დაქვემდებარებული სასამართლო, ძალადობრივი ჯგუფები, საარჩევნი რეფორმის ჩავარდნა - Freedom House-ის ანგარიშში ზუსტად არის ასახული ყველა ის პრობლემა, რომელიც დგას ქართულ პოლიტიკაში ხელისუფლების მოქმედების შედეგად და ეს არის მკაფიო სიგნალი „ქართული ოცენობისთვის“, რომ მიუხედავად კორონავირუსის პანდემიისა, პრობლემები არსად არ გამქრალა, არსად არ გამქრალან ის ადამიანები, ვინც შეწუხებულნი არიან საქართველოში მიმდინარე პროცესებით. ამიტომ „ქართული ოცნების“ მხრიდან 8 მარტის შეთანხმების არშესრულებას პოლიტპატიმრების არგათავისუფლებას, საარჩევნო სისტემის არშეცვლას მოჰყვება ძალიან მძიმე და დღევანდელი ხელისუფლებისთვის დამანგრეველი საერთაშორისო შედეგები“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ. შეგახსენებთ, რომ Freedom House-ის ანგარიშის თანახამდ საქართველოს რეიტინგი გაურესდა. ორგანიზაციამ ქვეყანას 3.25 ქულა მიანიჭა, საქართველო კი, კვლავ რჩება ჰიბრიდულ სახელმწიფოდ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)