|
2020-05-06 13:18:56, 1590 ნახვა
კომენტარი
სერგი კაპანაძე Freedom House-ის ანგარიშზე - ეს საქართველოს ხელისუფლებისთვის განაჩენია
ხელისუფლებისთვის ესაა პირდაპირ განაჩენი, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ წევრი, სერგი კაპანაძე Freedom House-ის ანგარიშს. მისი თქმით, ამ ყველაფერში Freedom House-მა, ფაქტობრივად, ამხილა საქართველოს ხელისუფლება. „პირდაპირ არის განაჩენი, საუბარია ზუსტად იმაზე, რაც არის საქართველოს ხელისუფლება, ანუ ხელისუფლება, რომელიც უტევს ოპოზიციას, რომელმაც ხელში ჩაიგდო სასამართლო სისტემა და იყენებს მას პოლიტიკური მიზნებისთვის, ხელისუფლება რომელიც იყენებს ექსტრემისტულ დაჯგუფებებს და მათ მიერ განვითარებულ მესიჯ-ბოქსს. ამ ყველაფერში Freedom House-მა ამხილა საქართველოს ხელისუფლება და პრაქტიკულად ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც არ არის ანგარიშვალდებული ხალხის მიმართ და რასაც აკეთებს ფასდება ადეკვატურად საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)