|
2020-05-05 11:16:13, 9077 ნახვა
ომი უკრაინაში
მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფექციურ საავადმყოფოში 1 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, გაფართოებული კვლევის დინამიკით, გაუარესდა
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საავადმყოფოში 1 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაფართოებული კვლევის დინამიკით, გაუარესდა. მისი თქმით, პაციენტის მდგომარეობა კლინიკურად სტაბილურია. „შეიძლება ვთქვათ, რომ კლინიკურად არის სტაბილიზაცია, მაგრამ გაფართოებული კვლევების დინამიკით მდგომარეობა გაუარესებულია. აქედან გამომდინარე, ჯერ იმის თქმა, რომ ამ პაციენტის მდგომარეობა დასტაბილურდება, ნაადრევია. ალბათ, ამას რამდენიმე დღის შემდეგ ვიტყვით, ჯერ-ჯერობით კვლავ კრიტიკულია, მართვას და დასტაბილურებას არ ემორჩილება“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ. როგორც ეზუგბაიამ აღნიშნა, ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 7 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, რადგან მათ მძიმე პნევმონია აქვთ. „მათი მდგომარეობა სტაბილურია. უკვე რამდენიმე დღის განმავლობაში სტაბილურობის შენარჩუნება გვეუბნება, რომ მათი მდგომარეობა გაუმჯობესდება და, ალბათ, მძიმე ფორმებიდან გადავლენ საშუალო სიმძიმის ფორმებში“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)