|
2020-05-04 16:37:52, 1275 ნახვა
კომენტარი
მდინარაძე ოპოზიციაზე - ეს ხალხი ბოიკოტის რეჟიმში იყო და ახლა გაგიჟდნენ მუშაობაზე, როცა მთელი მსოფლიო საგანგებო რეჟიმზეა გადასული
„როცა მთელი მსოფლიო მუშაობდა, მაშინ ეს ხალხი ბოიკოტის რეჟიმში იყო და ახლა გაგიჟდნენ მუშაობაზე, როცა მთელი მსოფლიო საგანგებო რეჟიმზეა გადასული“, - ასე გამოეხმაურა უმრავლესობის დეპუტატი, მამუკა მდინარაძე ოპოზიციის მოწოდებას, რომ დროულად განახლდეს საპარლამენტო საქმიანობა. მდინარაძის განცხადებით, მსგავსი დამოკიდებულება ნიშნავს იმას, რომ არ იციან საგანგებო მდგომარეობის და საგანგებო სესიების არსი, ან ნიშნავს იმას, ისინი მორიგ ჯერზე სპეკულირებენ. „როცა მთელი მსოფლიო მუშაობდა, მაშინ ეს ხალხი ბოიკოტის რეჟიმში იყო და ახლა გაგიჟდნენ მუშაობაზე, როცა მთელი მსოფლიო საგანგებო რეჟიმზეა გადასული. ეს დამოკიდებულება ნიშნავს ან ძალიან დილეტანტიზმს, რომ არ იციან საგანგებო მდგომარეობის და საგანგებო სესიების არსი, ან ნიშნავს იმას, ისინი მორიგ ჯერზე სპეკულირებენ. მათი ვორდინგი აღარ ჯდება არანაირ ლოგიკაში. ეს მაშინ ხდება, როცა დღეს პრიორიტეტია სამი ძირითადი მიმართულება: 1. კრიზისის მენეჯმენტი; 2. ჯანდაცვის მიმართულებით შესაბამისი კომიტეტი არათუ ახორციელებს კონტროლს, არამედ შემოწმებებს კლინიკების დონეზეც ახდენს; 3. ეკონომიკური მიმართულება, სადაც პარლამენტის 8 წევრია წარმოდგენილი, ლიდერშიპის და კონკრეტული კომიტეტების თავმჯდომარეების ჩართვით. არ არსებობს არცერთი მიმართულება, სადაც კომიტეტის თავჯდომარეები და კომიტეტის წევრები არ არიან ჩართული“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)