23:31 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-04 13:37:08, 1239 ნახვა

კომენტარი
გიორგი ვაშაძე - თუ გვინდა მასობრივი შიმშილი ავირიდოთ, რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოიხსნას შეზღუდვები

 „თუ ჩვენ გვინდა მასობრივი შიმშილი ავირიდოთ, რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოიხსნას შეზღუდვები“, - ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

გიორგი ვაშაძემ წარადგინა ოთხ პუნქტიანი ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც აუცილებლად უნდა გატარდეს, რადგან მასობრივი შიმშილი ავირიდოთ თავიდან.

„პირველი ნაბიჯი, ეს არის საქართველოს შიდა ეკონომიკის გახსნა და ეპიდუსაფრთხოების სტანდარტების დაწესება. საჯაროდ უნდა დაწესდეს ეპიდუსაფრთხოების სტანდარტები ყველა სექტორისთვის და აღნიშნულის გათვალისწინებით, პირველი ეტაპი უნდა განხორციელდეს.

მეორე ეტაპი, მინიმუმ 100 ათასი ტესტირება უნდა ჩავატაროთ ქვეყანაში იმიტომ, რომ საქართველოში ეპიდუსაფრთხოებასთან დაკავშირებით ნდობა იყოს.

მესამე ნაბიჯი, არის ტურისტების წინასწარი ტესტირება, როცა ისინი ქვეყანაში შემოდიან.

მეოთხე ნაბიჯი, ეს არის მასობრივი საინფორმაციო კამპანია ამ თვალსაზრისით.

თუ ჩვენ გვინდა მასობრივი შიმშილი ავირიდოთ, რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოიხსნას შეზღუდვები“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში დიდი საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს
სებ: ბრიტანეთის სანქციებში მითითებული სუბიექტები ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული არ არიან
ბრიტანეთმა 3 საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას შეზღუდვები დაუწესა
საქართველოს ბანკის გზავნილი ემიგრანტებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics