|
2015-08-18 13:18:04, 691 ნახვა
სამართალი
შსს-მ ქობულეთში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქობულეთში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა. როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული რევაზ ნ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით ქობულეთში დააკავეს. უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა ქობულეთში, ღამის კლუბ „ტროპიკანკას“ მიმდებარე ტერიტორიაზე, გამთენიისას, ურთიერთშელაპარაკებისას, 1986 წელს დაბადებულ გიორგი ნ-ს ცივი იარაღით გულმკერდის არეში რამდენიმე სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და მიმალვა სცადა, რა დროსაც სამართალდამცველებმა მომხდარიდან რამდენიმე წუთში, შემთხვევის ადგილთან ახლოს დააკავეს. დაჭრილი გიორგი ნ. საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით).
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)