|
2020-05-03 13:11:40, 1514 ნახვა
კომენტარი
მეუფე იობი ყინწვისში მომხდარ დაპირისპირებაზე - გასროლა მოხდა ნასვამ მდგომარეობაში, ამ დროს ადამიანს განსჯის უნარი არ აქვს
რუისისა და ურბნისის მიტროპოლიტმა, მეუფე იობმა კომენტარი გააკეთა ყინწვისში მომხდარ ფაქტზე. მან აღნიშნა, რომ მამა საბა და მამა დავითი ნასვამ მდგომარეობაში იყვნენ. მსგავს მდგომარეობაში კი ადამიანს განსჯის უნარი არ გააჩნია. „გასროლა მოხდა ნასვამ მდგომარეობაში. მსგავსი შემთხვევები ხშირი არ ყოფილა. თქვენ ისიც თქვით, რომ თითქოს მონასტერში მოხდა, მონასტერში და არც ეპარქიაში არ მომხდარა მსგავსი რამ. შელაპარაკება იყო, მაგრამ მათ შორის არა", - აღნიშნა მეუფე იობმა. მეუფე იობმა ასევე განაცხადა, რომ მამა დავითი ეკლესიის წარმომადგენელი აღარაა. „ერის კაცებს შორის მოხდა ჩხუბი, მეტი არაფერი. ნასვამ მდგომარეობაში ადამიანს განსჯის უნარი არ აქვს. მამა დავითი იარაღს არ ატარებდა. ყველაზე მკაცრად ვექცეოდი მამა დავითს, მას ყველაზე მეტი შეზღუდვები ჰქონდა. მანამდე ის იშვიათად სვამდა, თავს იკავებდა ხოლმე", - განაცხადა მეუფე იობმა. შეგახსენებთ, რომ ყინწვისის მამათა მონასტრის დაკავებულ წინამძღვარს, დავით (კობა) კობაიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 29 აპრილს შეეფარდა. მას გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას ედავება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)