|
2020-05-03 12:08:51, 1482 ნახვა
კომენტარი
კახეთის გუბერნატორის განცხადებით, ყვარელში დაინფიცირებული სასწრაფო ექიმის კონტაქტებიდან, არც ერთს არ დაუდგინდა კოვიდ19
კახეთის გუბერნატორის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ყვარელში დაინფიცირებული სასწრაფო ექიმის კონტაქტები მოიძიეს. თითოეულ მათგანს ჩაუტარდა PCR კვლევა და არც ერთს არ დაუდგინდა კოვიდ19. ქადაგიშვილის განცხადებით, ინფიცირებული ექიმის დაინფიცირების წყარო უცნობია და კვლავ მიმდინარეობს მისი მოკვლევა. „ინფიცირებული სასწრაფოს ექიმი დადასტურებული დიაგნოზით გადაყვანილ იქნა ბოჭორიშვილის კლინიკაში. გუშინვე მოხდა შესწავლა ყველა იმ კონტაქტისა, რომელიც ამ ქალბატონს გააჩნდა. ის მუშაობდა და მუშაობს სასწრაფოსა და "ევექსის" კლინიკაში. ყველა კონტაქტი იქნა მოძიებული. გუშინვე ჩაუტარდა ყველას სწრაფი ტესტი. დღეს დილის მონაცემებით, მხოლოდ და მხოლოდ ერთი, ანუ ძველი პაციენტი რჩება ინფიცირებული, დანაჩენების პასუხი მიღებულია უარყოფითი. ასე რომ ჩვენ შენარჩუნებული გვაქვს ეს ვითარება და ეპიდემიოლოგებთან ერთად ვაგრძელებთ ამ ქალბატონის დაინფიცირების წყაროს ძებნას", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)