23:31 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-03 11:25:55, 1398 ნახვა

კომენტარი
კელი დეგნანი - ჩემს პატივისცემას ვუდასტურებ ჟურნალისტებს, რომლებიც სარწმუნო ინფორმაციის მიწოდებისთვის გულმოდგინედ მუშაობენ

"ჩემს პატივისცემას ვუდასტურებ საქართველოში მოღვაწე მედიასა და ჟურნალისტებს, რომლებიც გულმოდგინედ მუშაობენ საზოგადოებისთვის სარწმუნო ინფორმაციის მიწოდებისთვის", - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა. 

დეგნანი აღნიშნავს, რომ ის და მისი კოლეგები პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს ულოცავენ მედიის სფეროს წარმომადგენლებს, რომლებიც დაბალანსებული ჟურნალისტიკისთვის თავდადებულნი არიან.

„პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს მე და ჩემი კოლეგები საელჩოდან მივესალმებით მედიის სფეროს წარმომადგენლებს, რომლებიც დასაბუთებული და დაბალანსებული ჟურნალისტიკისთვის თავდადებულნი არიან. როგორც ყოფილი ჟურნალისტი, ძალიან ვამაყობ პრესის თავისუფლების ხელშეწყობის მიმართ შეერთებული შტატების ერთგულებით. ეს ერთგულება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახლა, COVID-19-ის პანდემიის პერიოდში, როდესაც სწორი ინფორმაციის გავრცელებას, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია. თავისუფალი და პასუხისმგებლიანი მედია საუკეთესო საშუალებაა დეზინფორმაციასა და ფაქტების დაფარვასთან საბრძოლველად.

ჩემს პატივისცემას ვუდასტურებ საქართველოში მოღვაწე მედიასა და ჟურნალისტებს, რომლებიც გულმოდგინედ მუშაობენ საზოგადოებისთვის სარწმუნო ინფორმაციის მიწოდებისთვის, რათა დაიცვან მათი ჯანმრთელობა და უსაფრთხოება", - განაცხადა კელი დეგნანმა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში დიდი საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს
სებ: ბრიტანეთის სანქციებში მითითებული სუბიექტები ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული არ არიან
ბრიტანეთმა 3 საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას შეზღუდვები დაუწესა
საქართველოს ბანკის გზავნილი ემიგრანტებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics