|
2020-04-27 17:14:18, 2318 ნახვა
მსოფლიო
რუსეთის მოსახლეობის 40%-ს არ სჯერა კორონავირუსით დაავადების
გამოკითხვის თანახმად, რუსეთის მოსახლეობის 40%, კორონავირუსით დაავადების საფრთეს აფასებს, როგორც მინიმალურს, - ამის შესახებ ინფორმაციას, "Euronews" ავრცელებს. სტატისტიკის თანამად, მსგავს პასუხს ძირითადად მილიონიანი ქალაქების მოსახლეობის 50% იძლევა და ასევე მსხვილი ქალაქების, როგორიცაა 500 ათასიდან 950 ათას მოსახლემდე. ყოველი მეხუთე ადამიანი(21%) თვლის, რომ დაინფიცირების შანსი მაღალია. მოსკოვისა და სანკტ-პეტერბურგის მოსახლეობაში, მსგავსი პასუხი უფრო ხშირად გვხვდება, ამ ქალაქებში მოსახლეობის 24 % თვლის, რომ კოვიდ-19-ით დაავადების შანსი მაღალია. ვირუსით დაინფიცირების შიში უფრო ხშრად გვხვდება, 34 წელს ზემოთ მოსახლეობაში, რომელიც მთლიანი მოქალაქეების 18%-ს შეადგენს. ამ ასაკის ადამიანებში ვირუსით ინფიცირების შიში, კვლევარების აზრით ოჯახს უკავშირდება, რადგან მოსახლეობის უმეტესობა სწორედ ამ ასაკში ქმნის ოჯახებს. ახალგაზრდა და საშუალო ასაკის რესპოდენტებს, ყველაზე მეტად ეშინიათ ინფექცია საკუთარ ახლობლების არ გადასდონ, ასეთი კატეგორია მოსახლეობის 43%-ს შეადგენს. "მსგავსი შეხედულებების ჩამოყალიბება, ჯანდაცვის ორგანიზაციასა და ტელევიზიაში გაკეთებულმა განცხადებებმა გამოიწვია, რომლებიც აცხადებენ, რომ ინფექცია ასაკოვან ადამიანებს რთულად გადააქვთ", - წერს "Euronews"-ის სტატიის ავტორი. რუსეთის მოსახლეობის 75% მხარს უჭერს ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებას, კორონავირუსთან ბრძოლაში, მხოლოდ 13% არ ეთანხმება მათ, ხოლო 11%-ს პასუხის გაცემა უჭირს. აკრძალვების მხარდაჭერის მიზეზად საკუთარ ჯანმრთელობასა და ახლობლებზე ზრუნვას ასახელებენ. მხარდაჭერაზე უარი 13%-მა განაცხადა, მათი დამოკიდებულების მიზეზი კი ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესება სახელდება. გამოკითხვა 14 აპრილს ჩატარდა, სატელეფონი ზარის მეშვეობით. კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 1600 რესპოდენტი. მათი ასაკის მინიმალური ზღვარი 18 წელი იყო.
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)