|
2020-04-27 10:58:09, 6653 ნახვა
ომი უკრაინაში
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 11 მოზარდი იმყოფება, რომელთა მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფექციური საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 11 მოზარდი იმყოფება. მისი თქმით, მოზარდების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. „ჩვენს ცენტრში არის 46 დადასტურებული შემთხვევა. თითქმის ყოველდღე ხდება გამოჯანმრთელებულების გაწერა და ახალი პაციენტების მიღება. გამოჯანმრთელებული ჩვენ უკვე 57 პაციენტი გვყავს. დღეს დილას ტარდება ტესტირება მონიტორინგის თვალსაზრისით ექვს პაციენტზე, რომელთანაც პირველ ჯერზე მივიღეთ უარყოფითი პასუხი. ახალი დაინფიცირებული პაციენტებიდან ერთი არის ჩვენთან თეთრიწყაროს კლასტერიდან. ბოლო რამდენიმე დღეში 4 პაციენტი შემოვიდა. ძირითადად ეს არის ბოლნისის და მარნეულის წყარო. მივიღეთ კიდევ ერთი ბავშვი და ახლა უკვე გვყავს 11 მოზარდი. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და დაავადების პროგრესირება არ შეინიშნება“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)