|
2020-04-24 20:45:56, 2370 ნახვა
მსოფლიო
რა სტატისტიკაა ჩრდილოთ კორეაში, კორონავირუსის ეპიდემიის რეალური მასშტაბები
ეპიდემიის რეალური მასშტაბი, ჩრდილოეთ კორეში გაცილებით დიდია ვიდრე ამას ხელისუფლება იუწყება - ამის შესახებ ქვეყნიდან გაქცეული მოქალქე, კიმ მი იონგი “Daily Mail”-თან საუბრობს. კიმ მი იონგი ჩრდილოთ კორეის ხელისუფლებაში მაღალ პოსტს იკავებდა. მისი თქმით, ხელისუფელბა თავგანწირვით ცდილობდა დაემალა გარდაცვლილთა რეალური რიცხვი, რადგან მათ ხალხის რეაქციის ეშინოდათ. კიმ მი იონგის მტკიცებით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩრდილოეთ კორეაში არცერთი ინფიცირებული არ არის აბსურდული ტყუილია. „დაავადებულთა რეალური რიცხვი ძალიან დიდია, შეიძლება ეს რიცხვი იმაზე მეტია ვიდრე ევროპის ქვეყნებში“, - განაცხადა კიმმა. მარტის ბოლოს, ჩრდილოეთ კორეა, რომელიც უარყოფდა თავის ტერიტორიაზე კორონავირუსის არსებობას, საერთაშორისო საბჭოს თხოვნით მიმართავს დახმარება გაუწიონ კორონავირუსთან ბრძოლაში. ანონიმური წყაროები, ხაზს უსვამენ, რომ ჩრდ. კორეის ჯანდაცვის სისტემა ეპიდემიასთან წინააღმდეგობის გასაწევად ძალიან სუსტია. თებერვლის დასაწყისში, ჩრდილოეთ კორეამ უცხოელ დიპლომატებს ქვეყანაში შესვლა და გამოსვლა აუკრძალა. მათ განმარტეს, რომ ეს ერთ-ერთი ხერხი იყო რაც ფხენიანმა კორონავირუსისგან თავისდასაცავად მიიღო. უკანასკნელი ცონბებით, მსოფლიოში 2,6 მილიონ ადამიანზე მეტია დაავადებული კორონავირუსით, გარდაიცვალა 183 ათას 200 ადამიანი.
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)