|
2020-04-24 18:54:44, 1864 ნახვა
კომენტარი
მამუკა მდინარაძე - ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა დაიცავს ბალანს ეკონომიკის გახსნის გეგმასა და ეპიდემიის გავრცელების საფრთხეს შორის
„ჩვენ დღეს განვითარებაზე ვერ ვლაპარაკობთ, ჩვენ დღეს ვლაპარაკობთ გადარჩენაზე - დაწყებული ადამიანის ჯანმრთელობიდან და სიცოცხლიდან, გაგრძელებული ბიზნესით და ქვეყნის ეკონომიკით", - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისივე თქმით, სწორედ ამ ბალანსის პირობებში მიზნობრივად და სეგმენტურად ხდება ადამიანებთან მიმართებით კონკრეტული თანხების განსაზღვრა. „ძალიან მნიშვნელოვანია ყველამ კარგად გაიგოს, რომ ეს არ არის განვითარების გეგმა. ეს არის ამ კრიზისში კონკრეტული პერიოდის გეგმა, რომელიც ერთი მხრივ, დაეხმარება ადამიანებს, მეორე მხრივ კი, იმ ეტაპებს, რომელიც პრემიერმა დღეს საზოგადოებას წარუდგინა ანუ ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა დაიცავს ბალანს ეკონომიკის გახსნის გეგმასა და ეპიდემიის გავრცელების საფრთხეს შორის. რა თქმა უნდა, ვინც საშემოსავლოს იხდიდა - 350 ათასი ადამიანი, ექვსი თვის განმავლობაში მიიღებდა 1200 ლარზე გაცილებით მეტს. შესაძლებელია, ერთ თვეშიც კი მეტი ჰქონოდა თითოეულ მათგანს, მაგრამ აქ საუბარია იმაზე, რომ ელემენტარული პურის ფული მაინც ჰქონდეთ ადამიანებს, რომ მათ არ შეექმნათ ელემენტარული საკვების პრობლემა. გარდა ამისა, აქ არ არის საუბარი მხოლოდ საკვების თანხებზე და ამ კუთხით მხარდაჭერაზე. ჩვენ უკვე გადავდგით ნაბიჯი კომუნალური გადასახადების დაფარვის კუთხით და დაახლოებით, მილიონზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა ამით. ამას ემატება უამრავი მხარდაჭერის და ხელშეწყობის პროექტი, რომელიც ჩაიდო ანტიკრიზისულ ეკონომიკურ გეგმაში", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)