03:01 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-22 13:16:21, 1469 ნახვა

კომენტარი
სალომე სამადაშვილი - გუშინ ვიხილეთ ივანიშვილების გამამხნევებელი ჰაკა, ჰიპ-ჰოპის თუ რეპის სტილში, მაგრამ საზოგადოებას მეტი სჭირდება

გუშინ ვიხილეთ ივანიშვილების ოჯახის გამამხნევებელი ჰაკა, ჰიპ-ჰოპის თუ რეპის სტილში, მაგრამ საზოგადოებას ბევრად მეტი სჭირდება, - ამის შესახებ, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა სალომე სამადაშვილმა, პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც სამადაშვილმა აღნიშნა, მისთვის მიუღებელია შეხვედრის ფორმატი, სადაც არ იმყოფება პრემიერ-მინისტრი, ეკონომიკისა და ჯანდაცვის მინისტრები, რომლებთანაც საზოგადოებას კითხვები დაუგროვდა.

„გაოცებული ვარ, როგორც დღევანდელი შეხვედრის ფორმატით, ასევე იმ პროცედურით, რომლითაც განხილვა მიმდინარეობს, რადგან მილიონობით ჩვენი თანამოქალაქე სახლში გამოკეტილი, ყოველგვარი შემოსავლის გარეშე დარჩენილი, ელოდება ძალიან ბევრ შეკითხვაზე პასუხებს. დღეს აქ ვერ ვხედავთ, ვერც პრემიერ-მინისტრს, ვერც ჯანდაცვის, ვერც ეკონომიკის მინისტრებს, რომლებსაც უნდა დავუსვათ შეკითხვები, რაც დაუგროვდა საზოგადოებას.

გუშინ, ყველამ ვიხილეთ ივანიშვილების ოჯახის გამამხნევებელი ჰაკა, ჰიპ-ჰოპის უ რეპის სტილში, მაგრამ ვფიქრობ, რომ საზოგადოებას ბევრად მეტი სჭირდება. ქვეყანაში არის სრულიად არაორდინალური ვითარება“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics