20:02 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-14 12:34:45, 665 ნახვა

ეკონომიკა
სემეკში თელასის ტარიფზე წინასწარი განხილვა მიმდინარეობს

სემეკში  თელასის ტარიფთან დაკავშირებით წინასწარი საჯარო განხილვა მიმდინარეობს.  
სხდომაზე კომპანიის კაპიტალური  დანახარჯების შესახებ მონაცემებს განიხილავენ. 
სხდომას ესწრებიან მემარცხენე ალიანსის წარმომადგენლები. 
როგორც სხდომის დაწყების წინ პარტიის წარმომადგენელმა სოსო შატბერაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, თელასმა სემეკს გაზრდილი დანახარჯები წარუდგინა. 
„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით თელასმა გაბერილი დანახარჯი წარმოადგინა. ეს იმ მიზანს ემსახურება, რომ თბილისში ტარიფი გაიზარდოს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამას ხელი შევუშალოთ“,-განაცხადა სოსო შატბერაშვილმა. 
ამასთან, თელასის წარმომადგენლის მიშა ანთაძის განცხადებით, კომპანიამ ლოგიკური დანახარჯები წარმოადგინა და გაბერილი არაფერია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics