11:25 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-18 19:48:58, 20018 ნახვა

ომი უკრაინაში
კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა

თვალების სიწითლე, შესაძლოა ადამიანის ორგანიზმში კორონავირუსის არსებობის დამადასტურებელი ნიშანი გახდეს - ამის შესახებ, „იელის“ უნივერსიტეტის სპეციალისტმა ვინსენტ დიაზმა განაცხადა, ამის შესახებ ინფორმაციას „Miror” ავრცელებს.

მისი თქმით ახალი სიმპტომი ძალიან იშვიათია და მისი გამოვლენა პროცენტულად ძალიან დაბალია, თუმცა გასათვალისწინებელი. ექიმმა განმარტა, რომ თვალების სიწითლესთან ერთად პაციენტს ასევე სხვა სიმპტომები, მაგალითად ცხელებაც უნდა ახასიათებდეს კორონავირუსზე ეჭვის მისატანად.

დიასის განმარტებით, თვალების სიწითლეს შესაძლოა უამრავი სხვა მიზეზი ჰქონდეს, მაგალითად კონიუქტივიტი ან ალერგია.

16 აპრილს, იტალიელი და ესპანელი ექიმები კიდევ ერთ ახალ სიმპტომზე საუბრობენ. ისინი გვაუწყებენ, რომ ახალი კორონავირუსის სიმპტომად შესაძლოა ფეხებზე გამონაყარიც ჩაითვალოს. ამ დასკვნამდე, ექიმები კორონავირუსით დაავადებულ სხვადასხვა პაციენტებზე დაკვირვების შედეგად მივიდნენ. ამ ეტაპზე ყოველ მეხუთე ინფიცირებულ იტალიელ პაციენტს, რომლებიც საავადმყოფოში მკურნალობენ, ფეხზე გამონაყარი აღენიშნებათ.

გამონაყართან ერთად, კანზე ვენების ბადისებრი ფორმაც კორონავირუსის ახალ სიმპტომად მიიჩნევა - ამის შესახებ, სეჩენოვსკის ინსტიტუტის პულმონოლოგიის კათედრის გამგემ, პროფესორმა სერგეი ავდეევმა ისაუბრა.

სპეციალისტის განცხადებით, დაავადების დროს ყველაზე ხშირად გამონაყარი ახალგაზრდა პაციენტებში გვხვდება.

მან ასევე განაცხადა, რომ გამონაყარი, კანზე ფართო სიწითლით ხასიათდება.

„ხოგიერთი ვირუსული დაავადების დროს, გამონაყარი სახასიათო სიმფტომად გვევლინება, მაგალითად წითელას ან ყვავილის დროს. კოვიდ-19-ის შემთხვევაშიც გამონაყარი დამახასაითებელ სიმპტომად შესაძლოა მოვისაზროთ“, - განმარტა პროფესორმა.

პროფესორმა ასევე აღნიშნა, რომ გამონაყარი არ არის გარანტია იმისა, რომ ადამიანის ორგანიზმში ვირუსი არსეებობს.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად ამ დროისთვის 1 000 000 ლარი შეგროვდა
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია რეჟიმს - შეწყდეს რეპრესიები, სოლიდარობა დამოუკიდებელ მედიას
დიუშენით დაავადებული ბავშვების დასახმარებელ მარათონში კომპანიები ჩაერთნენ
რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-ს, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics