|
2020-04-17 20:56:22, 18382 ნახვა
ომი უკრაინაში
მარინა ეზუგბაია - ასეულ ინფიცირებულებზე თუ არ გადავალთ, ეს რესურსი გვეყოფა
ასეულ ინფიცირებულებზე თუ არ გადავალთ, ეს რესურსი გვეყოფა, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. მისი თქმით, თუ ყოველდღიურად 30-ზე მეტი პაციენტი არ მოემატება, პიკის პერიოდი შესაძლოა ისე გადავიატოთ, რომ 440 საწოლი საკმარისი იყოს. „ამ ეტაპზე 290-ზე მეტი პაციენტი არ არის. თუ ასე გაგრძელდება და არ მოემატება 30-ზე მეტი და გაეწერება კიდევაც ყოველდღიურად, პიკის პერიოდი შეიძლება ისე გადავიაროთ, რომ 440 საწოლი საკმარისი იყოს. თუ არადა არის მეორე გეგმა ა, ბ და ა.შ, 3000-ზე მეტი საწოლია. თუ ასე გაგრძელდება რესურსი გვეყოფა. მთავარია, რომ ასეულებზე არ გადავიდეთ. ასეულ ინფიცირებულებზე თუ არ გადავალთ, ეს რესურსი გვეყოფა. გარკვეულწილად მივიღეთ გამოცდილება ამ პაციენტების მართვის, 100-ზე მეტი პაციენტი გავატარეთ და თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათი ზოგადი მდგომარეობიდან გამომდინარე არსებული კრიტერიუმებით მათი სიმძიმე, პროგნოზირება, ვისთან რა შეიძლება გაკეთდეს და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე შესაძლებელი იქნება უკმარისობის შემთხვევაში გადაიხედოს ჰოსპიტალიზაციის და გაწერის კრიტერიუმები. ჯერ ადრეა ამაზე საუბარი, თუმცა შესაძლებელია, რომ ეს გაკეთდეს“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)