|
2020-04-16 12:32:20, 1139 ნახვა
კომენტარი
ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენ გავწერეთ თეორიული რისკები და დეტალური პროტოკოლი
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი“ თავდაცვის უწყების მიერ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გატარებულ ღონისძიებებზე და კონტროლის მექანიზმებზე ისაუბრა. განცხადებაში, მან აღნიშნა, რომ თანამშრომელბს აეკრძალათ სამსახურში გამოცხადება და გაიწერა დეტალური პროტოკოლი თუ ვინ როგორ უნდა იმოქმედოს. “ჩვენ გავწერეთ თეორიული რისკები და ავუკრძალეთ ჩვენს თანამშრომლებს სამსახურში გამოცხადება. მთელი პროტოკოლი გაიწერა დეტალური, ვინ რას აკეთებს, ვინ რაზეა პასუხისმგებელი. მაქსიმალურად გავამკაცრეთ თვითიზოლაციის პირობებში მყოფი თანამშრომლების მონიტორინგი და მას სამხედრო პოლიცია აწარმოებს. ასევე ბრძანებაში გაიწერა ისიც, რომ თვითიზოლაციის დარღვევის შემთხვევაში, მათ არამხოლოდ სამსახურიდან დავითხოვთ, არამედ შესაძლოა დაეკისროთ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. იყო გარკვეული შემთხვევები და ამაზე მყისიერი რეაგირება მოახდინა სამხედრო პოლიციამ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის მნიშვნელობა როგორც უწყების თანამშრომლების, ასევე რიგითი მოქალაქეების მხრიდან. „ასეთ ვითარებაში, როდესაც მთავრობა ასეთი სერიოზულობით, ამხელა ძალისხმევით რეაგირებს, არ შეიძლება, საპასუხო რეაგირება არ მომდინარეობდეს არა მხოლოდ ჩვენი თანამშრომლებისგან, არამედ მოქალაქეების მხრიდანაც. ეს არის ჩვენი საერთო პასუხისმგებლობა და სამოქალაქო თვითშეგნება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)