19:25 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-15 14:02:44, 2349 ნახვა

მსოფლიო
აშშ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის დაფინანსებას შეწყვეტს

აშშ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის დაფინანსებას შეწყვეტს, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

"მე ჩემს ადმინისტრაციას მივმართავ, რომ შეაჩერონ დაფინანსება", - განაცხადა ტრამპმა თეთრ სახლში პრესონფერენციაზე. 

ამის მიზეზად დონალდ ტრამპი ასახელებს იმას, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ვერ შეძლო თავისი ძირითადი მოვალეობის შესრულება, რაც  კორონავირუსის გავრცელების კონტროლს გულისხმობდა. 

აშშ-ს პრეზიდენტი ასევე გაეროს ადანაშაულებს იმაში, რომ ჩინეთში კორონავირუსის გავრცელების შემდეგ, ვერ მოახერხა სხვა ქვეყნებში ვირუსის გავრცლების შეჩერება.

საპასუხოდ, გაეროს დირექტორმა განაცხადა, რომ ახლა WHO-სთვის დაფინანსების შეჩერების დრო არ არის.

ცნობისთვის, აშშ არის ჯანდაცვის სისტემის უმსხვილესი დამფინანსებელი გლობალური მასშტაბით. მან 2019 წელს $ 400 მილიონ დოლარზე მეტით დააფინანსა ჯანდაცვის სისტემა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics