19:08 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-11 14:32:43, 2229 ნახვა

მსოფლიო
დაავადებულთა რიცხვი მსოფლიოს მასშტაბით მილიონ 700 ათასამდე გაიზარდა

მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მილიონ 700 ათასი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა დადასტურდა.  9 აპრილისთვის ეტაპობრივი ზრდა 100 ათასს შეადგენდა. ამ დროისთვის ბოლოს ქვეყანა სადაც კორონავირუსი დაფიქსირდა იემენია.

ინფიცირებულთა რაოდენობით, პირველ ადგილს 476 500 დადასტურებული შემთხვევით- აშშ იკავებს, რაც თითქმის სრული რაოდენობის ერთ მეოთხედს უდრის. ინფიცირების ძირითადი წყარო ნიუ-იორკია, სადაც საველე ჰოსპიტალი ცენტრალურ პარკშიც კი გახსნეს. მეცნიერების ინფორმაციით ნიუ-იორკში, ეპიდემიის აფეთქებაში, ძრითადი როლი ევროპიდან ჩამოსულმა ადამიანებმა ითამაშეს. ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის უკანასკნელი შეფასებით, ქვეყანა ეპიდემიის გავრცელების პიკში იმყოფება.

ამავე დროს, ევროპა დაავდებულთა რაოდენობით ამერიკას უსწრებს. ესპანეთში, ამ დროისათვის 157 ათასი დაავდებულია, იტალიაში 147 500 ხოლო გერმანიასა და საფრანგეთში 120 ათასამდე, დიდ ბრიტანეთში კი 65 ათასზე მეტი. ინფიცირებულთა შორის აღმოჩნდა ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი, ბორის ჯონსონიც. ის ამ დროისთვის საავადმყოფოში იმყოფება და რეანიმაციის განყოფილებიდან ჩვეულებრივ პალატაში გადაიყვენეს.

 





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics