|
2020-04-11 13:08:57, 1928 ნახვა
რეგიონი
ბოლნისის მუნიციპალიტეტში საბაშვო ბაღების 1300 აღსაზრდელისთვის სასურსათო პაკეტების დარიგება მიმდინარეობს
ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის წესების გათვალისწინებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებეში სასწავლო პროცესი დროებით შეწყდა. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, საბავშვო ბაღბის 1300 აღსაზრდელს ერთი თვის საკვები პროდუქტები დაურიგდება. პროდუქტების დარიგება დღეიდან დაიწყო. სასურსათო პაკეტები რამდენიმე ოჯახს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მიუტანა. აღსანიშნავია, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტში სურსათის დარიგების აქცია აქტიურად მიმდინარეობს. ამ დროისთვის მერიისა და კერძო პირების მიერ შეძენილი სასურსათო პაკეტები სულ 2100-მეტ სოციალურად დაუცველ ოჯახს, შშმ პირს, პენსიონერებსა და შეჭირვებულ მოქალაქეს გადაეცა. „კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მთელს ტერიტორიაზე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები დროებით დაიხურა. საკარანტინო მდგომარეობის დროს ჩვენს პატარებზე ზრუნვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება ერთი თვის საკვები საბავშვო ბაღების 1300 აღსაზრდელისთვის დაგვერიგებინა. სურსათის დარიგება დღეს დავიწყეთ და ყველა ბავშვს 70-ლარიან სასურსათო პაკეტს სახლში მივუტანთ“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)