08:09 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-10 13:46:26, 1214 ნახვა

კომენტარი
თეა წულუკიანის განცხადებით, პატიმრებს 15 წუთიანი უფასო სასაუბრო დრო კიდევ დაუმატეს

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, პატიმრებს 15 წუთიანი უფასო სასაუბრო დრო კიდევ დაუმატეს.

შეგახსენებთ, რომ 16 მარტიდან პატიმრებს 15 წუთიანი უფასო სასაუბრო დრო ჰქონდათ, ხოლო მას შემდეგ, რაც კიდევ 15 წუთი დაუმატეს, მათი უფასო სასაუბრო დრო 30 წუთით განისაზღვრება.

„16 მარტს ჩვენ თხუთმეტ წუთიანი უფასო სასაუბრო დრო დავუმატეთ პატიმრებს.

გუშინ ამ თხუთმეტ წუთს დაემატა კიდევ ახალი პერსპექტივა, რომელიც ერთი კვირის განმავლობაში ტექნიკურად სრულად გაიმართება. ეს არის წითელი ჯვრის საერთაშორის კომიტეტის დონაცია და მინდა მათ მადლობა გადავუხადო, რადგან ისინი დააფინანსებენ დამატებით თხუთმეტ წუთს. შესაბამისად, ერთი კვირის ვადაში ჩვენს პატიმრებს ექნებათ არამხოლოდ 15, არამედ 30 უფასო სასაუბრო წუთი“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics