|
2020-04-07 09:21:43, 1698 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა ახალგაზრდა ინოვატორებს შეხვდა, რომელთაც კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში სხვადასხვა დანიშნულების სამედიცინო პროდუქციაზე თავიანთი ინოვაციური იდეები წარმოადგინეს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ახალგაზრდა ინოვატორებს შეხვდა, რომელთაც კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში სხვადასხვა დანიშნულების სამედიცინო პროდუქციაზე თავიანთი ინოვაციური იდეები წარმოადგინეს. ნათია თურნავას განცხადებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ ჩატარებული კორონათონის ფარგლებში მონაწილეებმა საკმაოდ ბევრი კრეატიული იდეა და პროექტი წარმოადგინეს. „მათ შორის „ედისონ ტექმა" შემოგვთავაზა ძალიან საინტერესო იდეა პორტატული სასუნთქი აპარატის გაუმჯობესებისა და ავტომატიზაციის თვალსაზრისით. პოტენციურად, აპარატის ასეთი პორტატული გაუმჯობესებული ვერსია შესაძლოა იყოს ძალიან საინტერესო გადაუდებელი სასწრაფო დახმარებისთვის. ჩვენ დავეხმარებით მათ, დახვეწონ პირველი პროტოტიპი, რათა დადებითი დასკვნები მიიღონ დაავადებათა კონტროლის ცენტრისგან, მედიკოსებისგან და იმედი გვაქვს, საბოლოო ჯამში, ეს დანადგარი იქნება საინტერესო, მოთხოვნადი და ასეთ შემთხვევაში წარმოებაშიც დავეხმარებით", - აღნიშნა ნათია თურნავამ. მისივე თქმით, კიდევ ერთი ძალიან საინტერესო იდეა ეკუთვნის ჯგუფს, რომელმაც ელექტრონული პირბადის ვერსია წარმოადგინა, რომელიც ულტრაიისფერის სხივების გამოყენებით ახდენს ადამიანის ვირუსებისგან დაცვას და სხვა დამატებითი ფუნქციებიც გააჩნია. „ძალიან საინტერესო გამოგონებაა, თუმცა აქაც საჭიროა მისი დახვეწა და შესაბამისი დასკვნები, რომ დადასტურდეს შესაძლებელია თუ არა მისი სერიულად ჩაშვება", - აღნიშნა ნათია თურნავამ. მინისტრის განცხადებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან ერთად, სხვადასხვა საგრანტო პროგრამის ფარგლებში მხარში უდგას ინოვაციურ გამოგონებებს. „უნდა ითქვას, რომ კორონავირუსმა, რომელმაც უდიდესი გამოწვევები შექმნა მსოფლიოსა და საქართველოს წინაშე, ასევე გარკვეული შესაძლებლობების სტიმულირება მოახდინა მათ შორის ნიჭიერი ახალგაზრდა ინოვატორების მხრიდან", - დასძინა ნათია თურნავამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)