|
2020-04-04 13:11:16, 1860 ნახვა
კომენტარი
რატიანი - 79 წლის გარდაცვლილ პაციენტს გარდა კორონავირუსისა, პნევმოტორექსი და სეფსისი შემოყვანისთანავე დაუფიქსირდა
საქართველოს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, დღეს დილით გარდაცვლილი პაციენტის დიაგნოზი მწვავე ორმხრივი პნევმონია, პნევმოტორექსი და სეფსისი იყო. მან ასევე აღნიშნა, რომ პაციენტს ანამნეზში, ბოლო 6 თვის განმავლობაში წონის დეფიციტი აღენიშნებოდა. „ამ ეტაპამდე კლინიკაში 62 პაციენტი გვყავს, აქედან 38 დადასტურებული შემთხვევაა დანარჩენნი პაციენტები ელოდებიან ტესტების პასუხებს ლუგარის ლაბორატორიიდან. თქვენ იცით, რომ ქვეყანაში ყველაზე მძიმე პაციენტები ამ ეტაპამდე ჩვენ კლინიკაში კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში იმოფებიან , 62 წლის ქალბატონი, რომელიც კლინიკაში დაახლოებით 10 დღის წინ შემოვიდა, მოხსნილია მართვითი სუნთქვიდან, მისი მდგომარეობა ამ ეტაპამდე არის სტაბილური. იგი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშ რჩემ ამ დროისთვის დაგეგმილია დამატებითი კლინიკურ - ლაბორატორიული კვლევები. მდგომარეობის გაუმჯობესების შემთხვევაში ის თერაპიის განყოფილებაში გადაინაცვლებს. რაც შეეხება 80 წლის ქალბატონის მდგომარეობა ამ ეტაპამდე არის მძიმე თუმცა ვიტალური პარამეტრები შენახულია. თქვენ იცით, რომ 31-ში ჩვენ კლინიკაში, კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში, შემოიყვანეს 79 წლის პაციენტი , რომელთანაც დადასტურებული იყო კოვ ინფექცია. ამ პაციენტის ანამნეზში ბოლო 6 თვის განმავლობაში იყო მკვეთრი წონის დეფიციტი, ჩატარებული კვლევებიდან დადასტურდა რომ ორმხირვი მწვავე პნევმონიაა, ასევე დადასტურდა პნევმოტორექსი, მწვავე რესპირატორული დისტრესი, შემოყვანისთანავე დადასტურდა მწვავე სეფსისი ჰერმოდინამიკის რღვევით. ამ კვლევების შემდეგ პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსდა. დავიწყეთ სიმფტომური და პათოგენეზური მკურნალობა, მაგრამ მისი სომატური პათოლოგიებიდან გამომდინარე, დღეს დილით 9 საათზე დაფიქსირდა ლეტალობა. რაც შეეხება ორ ორსულ ქალბატონს, რომლებიც იმყოფებიან მეან გინეკოლოგიურ სამსახურში, ერთ-ერთი რომელიც 8 კვირის ორსულია, მისი და ნაყოფის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია, ხოლო 22 კვირის ორსული ქალბატონის მდგომარეობა ფიზიოლოგიურ პირობებს შეესაბამება. რაც შეეხება ბოლო 24 საათის განმავლობაში შემოსულ პაციენტებს, კლინიკური კვლევებიდან რამოდენიმე მათგანს დაუდასტურდა კოვ ინფექციისგან გამოწვეული მწვავე პნევმონია, რამოდენიმე მათგანთან დადასტურდა მხოლოდ ინფექცია“, - განაცხადა ლევან რატიანმა.
რუსეთი სომხეთს ევროკავშირთან დაახლოების გამო ნავთობისა და გაზის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა
უკრაინამ ტაგანროგში საავიაციო ქარხანა, ვორონეჟში სამხედრო აეროდრომი და ტუაფსეში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)