10:43 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-02 18:58:06, 1024 ნახვა

კომენტარი
დავით ბაქრაძე „ოცნების“ ინიციატივაზე - სოლიდარობისაკენ გადადგმულ სოციალურ ნაბიჯებს მხოლოდ დადებითად შევაფასებთ

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე „ქართული ოცნების“ ინიციატივას, პარლამენტის წევრების მხრიდან საკუთარი ხელფასის 1/3-ის კორონავირუსის დახმარების ფონდში გადარიცხვის თაობაზე, დადებითად აფასებს.

მისი თქმით, ახლა როგორც არასდროს, ქვეყანაში მნიშვნელოვანია ქველმოქმედებაც და საზოგადოების ერთიანობის და საზოგადოებრივი სოციალური სოლიდარობის ჩვენებაც.

„მინდა გამოვეხმაურო პარტია „ქართული ოცნების“ ინიციატივას პარლამენტის წევრების მხრიდან საკუთარი ხელფასის 1/3-ის კორონავირუსის დახმარების ფონდში გადარიცხვის თაობაზე. რა თქმა უნდა, ასეთ სიტუაციაში, როდესაც ვირუსი საფრთხეს უქმნის ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. როდესაც ვირუსი ემუქრება ათასობით ადამიანის სამუშაო ადგილს და მათი ოჯახების შემოსავალს. როგორც არასდროს მნიშვნელოვანია ქველმოქმედებაც და მნიშვნელოვანია საზოგადოების ერთიანობის და საზოგადოებრივი სოციალური სოლიდარობის ჩვენებაც. თუ რომელიმე პარტია და პირველ რიგში, მმართველი პარტია, მილიარდელის პარტია ან სხვა ნებისმიერი პარტია გადაწყვეტს მეტი სოციალური ნაბიჯები გადადგას სოლიდარობისკენ და გაჭირვებული ადამიანების დახმარებისკენ, რა თქმა უნდა, ამას მხოლოდ დადებითად შევაფასებთ და ყოველთვის მზად ვიქნებით ჩვენი შეძლების ფარგლებში მაქსიმალურად დავეხმაროთ ყველა გაჭირვებულ ოჯახს ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მსოფლიოში გადაადგილებისთვის საუკეთესო ქვეყნების რეიტინგი შედგა: ევროპა ლიდერობს
იზმირში ხალხს პოლიციამ ოპოზიციის ლიდერის მოსმენის უფლება არ მისცა და წყლის ჭავლით დაშალა
CENTCOM: აშშ-ის საზღვაო ძალებმა ბლოკადის დაწყებიდან, ირანთან დაკავშირებული 108 გემი ჩაკეტეს
გუტერეში: მსოფლიოში დაახლოებით 800 მილიონი ადამიანი კვლავ უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics