|
2020-04-02 18:07:53, 1145 ნახვა
კომენტარი
რატიანი - განმეორებითი ტესტების უარყოფითი პასუხის შემთხვევაში დღეს საღამოს კიდევ რამოდენიმე პაციენტი დატოვებს კლინიკას
ლუგარის ლაბორატორიიდან ველოდებით, დამატებით ტესტებს იმ შემთხვევაში თუ განმეორებითი ტესტები მოვიდა უარყოფითი, რამოდენიმე პაციენტი დღის ბოლოს დატოვებენ კლინიკას - ამის შესახებ, ლევან რატიანმა, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ჟურნალისტებს განუცხადა. მან ასევე განაცხადა, რომ კლინიკაში რამოდენიმე ახალი პაციენტი ჰყავთ. „ამ დროისთვის, ჩენ კლინიკაში 52 პაციენტი იმყოფება, ისეთმა პაციენტებმა რომლბთანაც კორონავირუსი არ დადასტურდა და იყო საეჭვო სიმფტომები პაციენტი გადაყვანილი იქნა საკარანტინო ზონაში. დადასტურებული ინფიცირებით 23 პაციენტი გვყავს ამ ეტაპზე, მათი უმეტესობა არის სტაბილური. მკურნალობენ ინფექციონისტები და თერაპევტები. ლუგარის ლაბორატორიიდან ველოდებით, დამატებით ტესტებს იმ შემთხვევაში თუ განმეორებითი ტესტები მოვიდა უარყოფითი, ეს ნიშნავს იმას რომ რამოდენიმე პაციენტი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა და დღის ბოლოს დატოვებენ კლინიკას. რაც შეეხება რეანიმაციულ პაციენტებს, რამოდენიმე პაციენტი გვყავს ასეთი. ერთ-ერთი პაციენტი, რომელიც იყო კრიტიკულ მდგომარეობაში მოხსნილია სუნთქვის აპარატიდან არის ადეკვატური და კონტაქტური და ამ ეტაპზე ექიმის მეთვალყურეობის ქვეში იმყოფება. თუ ასე გაგრძელდა ის მალე ჩამოვა თერაპიის განყოფილებაში. რაც შეეხება ახალ პაციენტებს, მინდა გითხრათ რომ რამოდენიმე ახალი შემთხვევა შემოვიდა ჩვენ კლინიკაში. მათი კვლევები მიმდინარეობს და დადასტურებულია პსრ ტესტებით მათი დიაგნოზი. დანარჩენ ინფორმაციას მოგაწოდებთ მოგვიანებით“, - განაცხადა ლევან რატიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)