|
2020-04-02 11:40:02, 2832 ნახვა
ომი უკრაინაში
ბოჭორიშვილის კლინიკაში COVID-19-ით ინფიცირებული 2 ახალი პაციენტიდან ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა
ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, ბოჭორიშვილის კლინიკაში ამ ეტაპზე 14 პაციენტი მკურნალობს, საიდანაც 7 კორონავირუსით ინფიცირებულია. მისივე თქმით, კლინიკაში მყოფი 2 ახალი პაციენტიდან ერთ-ერთის მდგომარეობა საყურადღებოა და მძიმეა. „ბოჭორიშვილის კლინიკის ბოქსირებულ სექტორში ამ ეტაპზე მკურნალობს 14 პაციენტი. 14 პაციენტიდან 7 პაციენტს დადასტურებული აქვს COVID-19. გუშინ კვლევაში ჩაერთო 4 პაციენტი, ოთხივეზე მოვიდა უარყოფითი შედეგი. დღეს კვლევას დაემატება 3 პაციენტი. დაველოდებით მათ შედეგებს. არსებული პაციენტებიდან დადასტურებული დიაგნოზით რომლებიც მკურნალობენ, 3 პაციენტზე ხვალ გადამოწმდება გამოჯანმრთელების პროცესის შედეგები. ახალი 2 პაციენტიდან ერთ-ერთის მდგომარეობა საყურადღებოა და მძიმეა. მიმდინარეობს მკურნალობა პროტოკოლის მიხედვით. რაც შეეხება არასრულწლოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობას, საშუალოდ მიმდინარეობს“, - განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)