|
2015-01-26 17:44:39, 1017 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი დავით საგანელიძეს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებით კონსულტაციებს განაგრძობს. ამ მიზნით გიორგი მარგველაშვილი დღეს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ დავით საგანელიძეს უკვე მეორედ შეხვდა. საგანელიძე პრეზიდენტთან კონსულტაციებს მმართველი გუნდის სახელით მართავს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრისას კონკრეტული კანდიდატების შესახებ საუბარი არ ყოფილა. საგანელიძის განმარტებით, საუბარი შეეხო მხოლოდ იმ კრიტერიუმებს, რასაც სასურველია, უზენაესი სასამართლოს მომავალი თავმჯდომარე აკმაყოფილებდეს. "ვისაუბრეთ დაახლოებით, იმ კრიტერიუმებზე, რაც არის სასურველი, თუნდაც სავალდებულო, თუნდაც ზნეობრივად, მორალურად სწორი, გამართლებული, საზოგადოებისთვის მისაღები, კრიტერიუმები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. ყველას გვინდა რომ იყოს იდეალურთან ძალიან მიახლოებული კანდიდატი. სხვათაშორის როგორც ბატონმა პრეზიდენტმა ბრძანა, ის კოსნულტაციები, რომელსაც ის მართავს სხვა წრეებთან, დაახლოებით, ანალოგიურ კრიტერიუმებზე თანხმდება",-განაცხადა დავით საგანელიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)