|
2020-04-01 13:41:53, 1280 ნახვა
კომენტარი
თამარ გაბუნია - ყველა კლინიკისთვის სავალდებულო მოთხოვნაა, რომ ჰქონდეს ერთი გამოყოფილი ოთახი ცხელებიანი პაციენტის მისაღებად
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას თქმით, საქართველოში არსებულ ყველა კლინიკას მინიმუმ ერთი ოთახი უნდა ჰქონდეს გამოყოფილი და სრულად აღჭურვილი ცხელებიანი პაციენტის მისაღებად, რომელიც შესაძლო ინფიცირების შემთხვევად ჩაითვლება. გაბუნია აღნიშნავს, რომ ესაა საშუალება იმის, რომ იმართოს ვირუსის შესაძლო გავრცელების პრევენცია. „ცხელების კლინიკების იდეა ემყარეა იმ მოსაზრებას, რომ ყველა კლინიკა უნდა იყოს მზად ცხელებიანი პაციენტის უსაფრთხოდ მისაღებად. მიუხედავად ჩვენი მცდელობის, რომ პაციენტების ნაკადი იმართოს და კოვიდ კლინიკებში გადამისამართდეს, შესაძლებელია, რომ რაიონულ კლინიკას მიმართოს და ეს კლინიკა უნდა იყოს მზად. ყველა კლინიკისთვის სავალდეულო მოთხოვნაა, რომ ჰქონდეს ერთი გამოყოფილი ოთახი, რათა ინფექციის კონტროლის წესების დაცვით იზოლირებულად მართოს საეჭვო ინფექცია“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ. გაბუნიას თქმით, მიმდინარებოს იმ კლინიკების ჩამონათვალის მომზადება, რომელშიც შესაბამისი სივრცე განთავსდება. ასევე, ამ კლინიკებში დაიწყება იმ სამედიცინო პერსონალის ტრეინინგი, რომელმაც კოვიდ19-ზე ტესტი უნდა აიღოს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)