|
2020-04-01 10:49:43, 4114 ნახვა
ომი უკრაინაში
მარინა ეზუგბაია - ჩვენს ცენტრში კორონავირუსით ინფიცირებული 5 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული 32 პაციენტიდან 5-ის მდგომარეობა მძიმეა. მისივე თქმით, 2 პაციენტის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია და ჯერჯერობით მათი სტაბილიზირება ვერ მოხერხდა. „ჩვენს ცენტრში რჩება 32 კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი. დღევანდელი მონაცემებით, პაციენტების მდგომარეობა არ შეცვლილა. ჩვენ დაგვემატა ერთი ახალი მძიმე პაციენტი, რომლის მდგომარეობაც შემოსვლისას იყო საშუალოზე მძიმე, მაგრამ დაავადებამ განიცადა პროგრესირება მიუხედავად დაწყებული მკურნალობისა. მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე მძიმეა, მაგრამ არა კრიტიკული. დანარჩენი 4 პაციენტის მდგომარეობა უცვლელია. მათგან 2 არის კრიტიკული, რომელთა სტაბილიზირება ჯერ ვერ მოხერხდა, თუმცა დანარჩენი 2-ის სტაბილიზაცია არის და კიდევ რამდენიმე დღე დავაკვირდებით, რის შემდეგაც ვიტყვით თუ რა არის პროგნოზული გამოსავალი“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)