11:35 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-31 16:40:09, 1220 ნახვა

კომენტარი
სააკაშვილი - საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების დახურვის შესახებ, ფრიად საეჭვო ღონისძიებაა

„საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება ვალუტის გადამცვლელი პუნქტების დახურვის შესახებ ფრიად საეჭვო ღონისძიებაა, რომელიც მთლიანად კლავს კონკურენციას სავალუტო ბაზარზე და ხელებს უხსნის ბანკების მონოპოლიას ამ სეგმენტში.

ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ხელისუფლება და ეროვნული ბანკი ვალდებულნი არიან დააწესონ ვალუტის ყიდვა-გაყიდვის კურსებს შირის მინიმალურად დაბალი და ფიქსირებული მარჟა, რათა დავიცვათ მოქალაქეთა ინტერესები და მთლიანად შევზღუდოთ ბანკების მტაცებლური სპეკულატიური ინტერესები.

„საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება ვალუტის გადამცვლელი პუნქტების დახურვის შესახებ ფრიად საეჭვო ღონისძიებაა, რომელიც მთლიანად კლავს კონკურენციას სავალუტო ბაზარზე და ხელებს უხსნის ბანკების მონოპოლიას ამ სეგმენტში. რაც უკიდურესად უარყოფითად აისახება განსაცდელში ჩავარდნილ მოქალაქეებზე.

შესაბამისად, ხელისუფლება და ეროვნული ბანკი ვალდებულნი არიან დააწესონ ვალუტის ყიდვა-გაყიდვის კურსებს შირის მინიმალურად დაბალი და ფიქსირებული მარჟა, რათა დავიცვათ მოქალაქეთა ინტერესები და მთლიანად შევზღუდოთ ბანკების მტაცებლური სპეკულატიური ინტერესები. დღეს უნდა ვზრუნავდეთ მოქალაქეთა ინტერესების მაქსიმალურ დაცვაზე და არა ბანკების გამდიდრებაზე. ნუ მისცემთ ბანკებს იმის საშუალებას, რომ ამ უდიდესი განსაცდელის ჟამს მოქალაქეთა ხარჯზე იშივონ მილიონები. არ ეყოთ რაც ძარცვეს აქამდე? ეს უპატიებელი დანაშაული იქნება ქვეყნისა და ერის წინაშე“, - წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისის მერია სიონის ტაძარში რეაბილიტაციის პროექტს იწყებს
საქართველოს ქალაქებში სამხედრო ტექნიკის გამოფენა გაიმართა
ინვესტიციები თუ ანაბარი - როგორ დავაბანდოთ დანაზოგი ჭკვიანურად?
ქართულ ბანკებში 70.03 მლრდ ლარის დეპოზიტებია განთავსებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics