14:26 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-30 12:23:56, 1422 ნახვა

კომენტარი
ქვემო ქართლის რწმუნებული - საველე ჰოსპიტალში შესაბამისი სიმპტომებით 12 პაციენტია მოთავსებული

 „საველე ჰოსპიტალში არის 12 პაციენტი შესაბამისი სიმპტომებით“, - ამის შესახებ ქვემო ქართლის რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, 7 პაციენტის ტესტი გადაგზავნილია თბილისში და დღეს ელოდებიან პასუხს.

რეხვიაშვილმა ისაუბრა კარანტირებულ მუნიციპალიტეტში არსებულ სასურსათო მარაგზე და აღნიშნა, რომ მარაგი შეუფერხებლად მიეწოდება მოსახლეობას.

„მარაგები გვაქვს და ეს ყველაფერი შეუფერხებლად მიდის. გარკვეული კონცენტრაციები შეინიშნება ბანკომატებთა, ეს არ არის ორგანიზებული თავყრილობები, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, მოსახლეობა თავისი საჭირეობიდან გამომდინარე გამოვიდა და ჩართულები ვართ, რომ დისტანცირება და წესრიგი იყოს“, - აღნიშნა რეხვიაშვილმა.

მანვე დაამატა, რომ ერთ-ერთ სოფელში ოპოზიციის წარმომადგენელმა გაარცელა ინფორმაცია, რომ მოსახლეობას 50 ლარი უნდა დარიგებოდა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

„ერთ-ერთ სოფელში პატარა წარმოდგენა დაგვიდგა ერთ-ერთმა ოპოზიციურმა პარტიამ და ძნელი ამოსახსნელი არაა ვინც, მცდარი ინფორმაცია მიუტანეს მოსახლეობას, იქ 50 ოჯახს დავეხმარეთ, მაგრამ ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა თქვა, რომ 50 ლარიც რიგდებოდა და რაც არასწორია და ამან ვნებათაღელვა გამოიწვია“, - განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
პაპუაშვილი - 26 მაისის საპროტესტო აქცია რადიკალური ოპოზიციისთვის სიკვდილით დასჯად იქცა
პროკურატურამ საბავშვო ბაღში ბავშვის ცემაში ეჭვმიტანილ მასწავლებელს ბრალდება წარუდგინა
ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული ქართული კომპანიების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics