ნადირაშვილი პრეზიდენტის არჩევის წესზე: ეს გამოიწვია ერთმა ადამიანმა - ის არის მარგველაშვილი
„ამხელა ცვლილებები გამოიწვია სწორედ ერთმა ადამიანმა და ეს ადამიანი არის გიორგი მარგველაშვილი, რომელიც თავის დროზე „ქართულმა ოცნებამ“ დაასახელა თავის კანდიდატურად, აირჩია, შემდეგ გავიგეთ, რომ მას აღმოაჩნდა განსხვავებული ხასიათი, რომელსაც „ქართული ოცნება“ არ ელოდებოდა“,-ამის შესახებ „მოძრაობა თავისუფლებისთვის- ევროპული საქართველოს“ წევრმა ირმა ნადირაშვილმა საკონსტიტუციო პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვაზე განაცხადა.