00:09 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
აგულაშვილი თორდია-ფარცხალაძის საქმეზე: კითხვებზე რაც შეიძლება მაქსიმალურად პასუხის გაცემა, ხელისუფლებისათვის ერთგვარი გამოწვევაა

„გამოძიების ღიად, გამჭვირვალედ  ჩატარება, რაც შეიძლება მეტი ნდობა,  დამაჯერებლობა  ამ პროცესისადმი  საზოგადოების მხრიდან, არსებულ  კითხვებზე რაც შეიძლება  მაქსიმალურად პასუხის გაცემა, რა თქმა უნდა, ხელისუფლებისათვის ერთგვარი გამოწვევა“,-ასე გამოეხმაურა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი ე.წ. თორდია-ფარცხალაძის საქმეს.

პრეზიდენტი: ბიზნესს უნდა გააჩნდეს ვალდებულება, შექმნას ისეთი პირობები, რომ არ დაზიანდეს დასაქმებულის ღირსება და სიცოცხლე

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში შრომის ინსპექციის საკითხებთან დაკავშირებული კონფერენცია გახსნა, რომელიც „რედისონ ბლუ ივერიაში",  საქართველოს სახალხო დამცველის, ფრიდრიხ ებერტის ფონდისა და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.

პრემიერი: ეს ვექტორი მიგვიყვანს მიზნამდე, რისთვისაც არაერთმა ადამიანმა სიცოცხლე გასწირა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მოსახლეობას წინასწარ დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

პრემიერი: „საქართველოს ბანკმა“ საერთაშორისო ბაზრებზე 500 მლნ ლარის ობლიგაციები განათავსა, რაც პირველი პრეცედენტია

პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, „საქართველოს ბანკმა“ საერთაშორისო ბაზრებზე 500 მილიონი ლარის ობლიგაციები განათავსა.

ბესელია: ფარცხალაძე-თორდიას გარშემო არსებულ ვითარებაში იკვეთება, რომ სიმართლე ცალმხრივი არ არის

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, პარლამენტი მზადაა, თორდია-ფარცხალაძის საქმეზე მონიტორინგი განახორციელოს. 

„თბილისში დაგეგმილი ნატო-ს ასამბლეის სხდომა მიუთითებს, თუ რა დონის პოლიტიკური დიალოგი გვაქვს საქართველოსთან“

ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, თბილისში დაგეგმილი საპარლამენტო ასამბლეის სხდომა მიუთითებს თანამშრომლობაზე, კონტაქტებზე და იმაზე, თუ რა დონის პოლიტიკური დიალოგი არსებობს საქართველოსთან. 

ირმა ინაშვილი: გელა მიქაძე სამართლებრივ ბრძოლას აპირებს, რათა სიმართლე დადასტურდეს

პარლამენტის ვიცე-სპიკერის ირმა ინაშვილის განცხადებით, დეპუტატი გელა მიქაძე აპირებს სამართლებრივ ბრძოლას რათა დადასტურდეს სიმართლე.

კალაძე კულახმეტოვის დანიშვნაზე: გადაწყვეტილებები, რასაც ვისმენთ, ჩემთვის მიუღებელია

„საერთაშორისო თანამეგობრობა ჩვენს  ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს, ამიტომ  გადაწყვეტილებები, რასაც ვისმენთ, ჩემთვის მიუღებელია“,-ასე გამოეხმაურა ვიცე-პრემიერი კახი კალაძე რუსეთის პრეზიდენტის მიერ ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსეთის დე-ფაქტო ელჩის თანამდებობაზე  მარატ კულახმეტოვის დანიშვნას.

 

კახი კალაძე: ხანდოს ხეობაში სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს
კალაძე: კვლავ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს „ინტერ რაოსთან“ და ყაზახურ მხარესთან, შესაძლოა დავები შეწყდეს

ვიცე პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე კომპანია „ინტერ რაოს“ მიერ საქართველოს მთავრობასთან დაწყებულ დავას გამოეხმაურა.

 

კალაძე: მხოლოდ პრობლემები შექმნა იმ რეფორმამ, რომელიც შერგელაშვილის მხარდაჭერით იყო მიღებული

 „მესმის მისი განაწყენება, რადგან თვითონ არის ეს ადამიანი ავტორი  რეფორმის, რომელიც განხორციელდა თვითმმართველობასთან დაკავშირებით, თუმცა პრაქტიკაში ეს იყო ძალიან მძიმე შედეგი“,-ასე გამოეხმაურა ვიცე-პრემიერი კახი კალაძე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილის თენგიზ შერგელაშვილის განცხადებას თვითმმართველობის  რეფორმასთან დაკავშირებით.

 

კალაძე: პრემიერის, ჩემი და მთავრობის წევრების პოზიციაა, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწები უცხოელებზე არ უნდა გასხვისდეს

ენერგეტიკის მინისტრის, ვიცე-პრემიერ კახი კალაძის განცხადებით, პრემიერის, მისი და მთავრობის წევრების პოზიციაა, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების  მიწები უცხოელებზე არ უნდა გასხვისდეს.

 

დევიდ მაკალისტერი: საქართველოს წარმომადგენლებს მოვუწოდე, ვენეციის კომისიის ექსპერტების რჩევები გაითვალისწინონ

მივესალმებით იმ ფაქტს, რომ საქართველოს მთავრობა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, ინტენსიურ კონსულტაციებს იღებენ ვენეციის კომისიის წარმომადგენლებისაგან, - ამის შესახებ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

კალაძის განცხადებით, თბილისის მერობაზე შეთავაზება არ ჰქონია

ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერის კანდიდატურებთან დაკავშირებით, მსჯელობა მაისის ბოლოს დაიწყება.

 

კალაძე: საქართველოსთვის ევროატლანტიკურ ოჯახში სრულფასოვან ინტეგრაციას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს

საქართველოსთვის ევროატლანტიკურ ოჯახში სრულფასოვან ინტეგრაციას  სამომავლო განვითარების თვალსაზრისით, სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს,- ამის შესახებ ვიცე პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ თბილისის საკრებულოში განაცხადა, სადაც ევროპის დღეების ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოების თავმჯდომარეებისთვის და მათი მოადგილეებისთვის სემინარი - ,,ევროპა-საქართველოს ისტორიული არჩევანი”  მიმდინარეობს.

 

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics