02:39 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-08 15:23:53, 593 ნახვა

საზოგადოება
კახა კახიშვილმა აგვისტოს ომში დაღუპული სპეცრაზმელების ოჯახის წევრებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული პენიტენციური დეპარტამენტის სპეცდანიშნულების რაზმის წევრთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, კახა კახიშვილი დაღუპული სპეცრაზმელების ოჯახის მცირეწლოვან წევრებსაც შეხვდა და მათ სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

მინისტრმა 2008 წლის აგვისტოს ომის მძიმე შედეგებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართული სახელმწიფოებრიობის შენარჩუნება სწორედ ამ ადამიანების წყალობით მოხდა. კახა კახიშვილის განცხადებით,  აგვისტოს ომის 7 წლისთავზე კიდევ უფრო მძაფრად ჩანს იმ ტრაგედიის შედეგები, რომელიც ომმა მოიტანა.

„ეს არის ძალიან მძიმე დღე მთელი საქართველოსთვის. ეს არის ერთ-ერთი ტრაგიკული დღე ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. 7 წლის წინ ძალიან დიდი უბედურება დაატყდა ჩვენს ქვეყანას, ომმა  ბევრი ახალგაზრდის, ბევრი ჩვენი თანამოქალაქის სიცოცხლე შეიწირა. ჩვენ ვალდებულები ვართ არა მხოლოდ ამ დღეს, არამედ  ყოველდღიურ რეჟიმში ვიზრუნოთ იმ ადამიანების ოჯახებზე, რომლებმაც სიცოცხლე შეწირეს ქვეყანას. ამავდროულად, რა თქმა უნდა, თითოეული ნაბიჯი უნდა იყოს გათვლილი იმისთვის, რომ ის რაც ჩვენ დავკარგეთ, დავიბრუნოთ.“ - განაცხადა მინისტრმა.

მემორიალის მონახულების შემდეგ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა პენიტენციური დეპარტამენტის სპეცდანიშნულების რაზმის შემადგენლობა მინისტრის რანგში პირველად მოინახულა.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს პენიტენციური დეპარტამენტის სპეცდანიშნულების რაზმის 4 წარმომადგენელი დაიღუპა.

პენიტენციური დეპარტამენტის დაღუპულ სპეცრაზმელთა მემორიალის მონახულებამდე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მივიდა და 2008 წლის ომში გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics